- Advertisement -

ფოთში მრავალშვილიანი ოჯახის ბინა დაიწვა – დაშავებულია მოზარდი

ფოთში, ნაბადის უბანში, საცხოვრებელი ბინა დაიწვა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ხანძრის შედეგად 10 წლის მოზარდი დაშავდა, ის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ცეცხლი ყოფილი სასწავლო ცენტრის შენობაში გაჩნდა, სადაც სოციალურად დაუცველი ადამიანები ცხოვრობენ. დაზარალებული ოჯახი მრავალშვილიანია. ხანძრის შედეგად საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი სრულად განადგურდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და სახანძრო-სამაშველო სამსახურების ჯგუფები.

Comments
Loading...