- Advertisement -

ფოთში მრავაწლოვანი ხეები გაჩეხეს

დღეს ფოთში, ტყე -პარკის მიმდებარე ტერიორიაზე, ასწლოვანი ფიჭვები გაჩეხეს. როგორც "აიპრესისთვის“ გახდა ცნობილი, აღნიშნული ტერიტორია კერძო საკუთრებაა და მეპატრონე სავარაუდოდ სასტუმროს მშენებლობას გეგმავს.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, დათო ჯგერენაიას თქმით , მეპატრონეს წერილობით არ მოუმართავს და საქმის მოკვლევის დასრულების შემდეგ, მეპატრონე დაჯარიმდება.

„საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილების მიხედვით, კერძო მესაკუთრე ვალდებლია წერილობით მოგვმართოს, რაც ამ შემთხვევაში არ მომხდარა. ადგილზე მისულებს 4 ძირი მრავალწლოვანი ფიჭვის ხე დაგხვდა გადაჭრილი. დაფიქსირდა კანონდარღვევა. შედგება ოქმი და მეპატრონე კანონის შესაბამისად დაჯარიმდება“, – განაცხადა დათო ჯგერენაიამ.

Comments
Loading...