- Advertisement -

ფოთში ნაბადის უბანში საბავშვო ბაღის შენობა გაქურდეს

ფოთში გუშინ გვიან ღამით ნაბადის უბანში მდებარე მე-3 საბავშვო ბაღი გაქურდეს. წაღებულია მუსიკალური ტექნიკა. როგორც პედაგოგებმა „აიპრესთან“ განაცხადეს, კარები დაზიანებული არ არის, დაუდგენელმა პირებმა შენობაში სავარაუდოდ ფანჯრიდან შეაღწიეს. ადგილზე ამ დრომდე სამართალდამცველები იმყოფებიან.

შშს-ს პრესცენტრის ინფორმაციით მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

Comments
Loading...