- Advertisement -

ფოთში, “ნამოხვან ჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგეთა შეხვედრა გაიმართა

“რიონის მცველებს” ფოთელი აქტივისტებიც შეუერთდნენ.ორგანიზატორების განცხადებით ადამიანებს არა აქვთ დეტალური ინფორმაცია არსებული პრობლემის შესახებ და მსგავსი შეხვედრები მოქალაქეების ინფორმირებულობას ისახავს მიზნად. მათივე თქმით 23 მაისს თბილისსში ფართომასშტაბიანი, გადანწყვეტი აქცია გაიმართება.

„მას შემდეგ რაც დაგვირბიეს კარვები ნამოხვანში და გუმათშიც, სხვადასვა რაიონებიდან და ქალაქებიდან ადამიანები ღამეს ათევენ.მათი სურვილი იყო, რომ თავიანთ ქალაქებსა და რაიონებში მომხდარიყო საინფორმაციო შეხვედრები, რადგან ყველა ამბობს, რომ ინფორმაცია რთულად მიდის ადამიანებამდე. ანუ იციან, რომ რაღაც პრობლემა არის, მაგრამ საკითხი საფუძვლიანად არ იციან, რადგან კომუნიკაციის პრობლემა არსებობს. 23-ში გვაქვს დაგეგმილი თბილისში გადამწყვეტი აქცია. ხელისუფლებას უნდა ვაჩვენოთ ძალა, რომელიც არის ხალხში. არ გავრჩერდებით მანამ, სანამ ჩვენი ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. გვაქვს ალტერნატიული გეგმები, რის გაჟღერებასაც ვგეგმავთ 23-ში. იქ ველოდებით ყველას და ჩვენი ერთობით უნდა ვაჩვენოთ ხელისუფლებას ძალა, რომელასაც ვერ დაძლევს ვერცერთ შემთხვევაში. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“ -განაცხადა რიონის მცველმა, ვარლამ გოლეთიანმა.

Comments
Loading...