- Advertisement -

ფოთში ნატო-ს სამხედრო საზღვაო გემების დახვედრის ცერემონია გაიმართა

ფოთში ნატო-ს სამხედრო საზღვაო ჯგუფში შემავალი 4 ქვეყნის- რუმინეთის, ბულგარეთის, თურქეთისა და დიდი ბრიტანეთის გემების დახვედრის ცერემონია გაიმართა, რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გემების კაპიტნებმა ნიკო ნიკოლაძის ძეგლი გვირგვინით შეამკეს. მოგვიანებით, საკრებულოს სხდომათა დარბაზში ოფიციალური შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა ნატო საქართველოს ურთიერთობებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

"პირველ რიგში მინდა უდიდესი მადლიერება გამოვხატო გულთბილი დახვედრისთვის, რომელიც მე საქართველოში და განსაკუთრებით ამ ქალაქში მომიწყვეს.მოუთმენლად ველი იმ დარჩენილ დღეებს , რომლებსაც აქ გავატარებ და ასევე ველი ერთობლივ წვრთნებს , რომელსაც ვგეგმავთ საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთად. ეს ხელს შეუწყობს ნატო-საქართველოს ურთიერთობას“, _ განაცხადა ნატო-ს მუდმივმოქმედი შენაერთების ხელმძღვანელმა მაიკლ ათლმა.

სამხედრო გემები საქართველოს ტერიტორიულ წყლებს 17 მაისს დატოვებენ.

Comments
Loading...