- Advertisement -

ფოთში “ნაციონალები” მმართველ გუნდს არჩევნების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებენ

ფოთში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დარეჯან ცხვიტარიამ ბრიფინგი გამართა. მისი განხდებით, „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გასაყალბებალად ყველანაირ ხერხს მიმართავს. როგორც ის ამბობს, ხდება საჯარო რესურსის გამოყენება, ასევე ადგილი აქვს ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებს.

„საკრებულოს სხდომათა დარბაზში,გაიმართა შეხვედრა ყველა ბაღის დირექტორთან. ეს ბაღის დირექტორები უმეტესობა ჩართულია საარჩევნო პროცესში, ზოგი არის კომისიის თავმჯდომარე, ზოგი კომისიის წევრი და ა.შ… საჯარო რესურსის გამოყენება ხდება მაქსიმალურად, უნდათ ჩაახშონ ქართველი ხალხის ხმა, ებრძვიან თავისუფლებას და ებრძვიან ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას. არიგებენ ფულებს. დანელიას ქუჩიდან ერთი მოქალაქე დამიკავშირდა, რომლის ვინაობას ვერ გავამხელ, რადგან უხერხული მდგომარეობა არ შეექმნას, 150 ლარები დაურიგებიათ.

უნდათ, რომ ეს ხალხი იყიდონ, მაგრამ მჯერა ქართველი ხალხის, რომ არ გაიყიდებიან. მე მაქვს ბარათები, მოწმობები, არჩევნების დღეს დასარიგებელი, სადაც საერთოდ რომ არ უცხოვრიათ ოჯახებში ისეთი ხალხის მონაცემებია ჩაწერილი. ერთ ქუაზე მარტო, ასეთი აღმოვაჩინე 42 ადამიანი. წარმოიდგინეთ, სულ 175 ქუჩაა ფოთში და ყველა ქუჩაზე რამდენი იქნება სულ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხელი შევუშალოთ ამ სიბინძურეს, ამ ვერაგობას და წერტილი დავუსვათ ამ ბოროტებას. ამას გააკეთებს ქართველი ხალხი, მათ ნებას ვერავინ ვერ აღუდგება წინ“_ განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში უარყოფენ ოპოზიციის ბრალდებებს. როგორც პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე, ირაკლი კაკულია აცხადებს , ეს არის აგონიაში მყოფი ოპოზიციის განცხადება, რადგან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება გარდაუვალია.

Comments
Loading...