- Advertisement -

ფოთში, ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან 175-ე წლის საიუბილეო თარიღი აღინიშნება

ფოთში, დიდი პოლიტიკოსის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან 175-ე წლის საიუბილეო თარიღი აღინიშნება. ქალაქში დილიდან სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება მიმდინარეობს.

საკრებულოს სხდომათა დარბაზს, ნიკო ნიკოლაძის სახელი მიენიჭა. საზეიმო ცერემონიაზე მოხსენებით, კოლხური კულტურის მუზეუმის დიექტორი, ელენე გაბლიანი და პროფესორი, ნიკო ნიკოლაძის მკვლევარი, დალი ჩიკვილაძე გამოვიდნენ.

გაიხსნა რეაბილიტირებული ნიკოლაძის კოშკი, სადაც მისი პირადი ნივთები და საოჯახო სურათებია განთავსებული. ასევე მოეწყო ფოტოგამოფენა ,,ნიკო ნიკოლაძე და ქალაქი ფოთი“
მოგვიანებით ჩატარდება კონცერტი რეგიონების ფოლკლორული , ვოკალური და ქორეოგრაფიული კოლექტივების მონაწილეობით. დღესვე აღინიშნება ფესტივალი ,,ფუძეობა“, რომლის ფარგლებშიც ქალაქის ცენტრალურ პარკში სხვადასხვა აქტივობა გაიმართება. ღონისძიება გრანდიოზული კონცერტით დასრულდება, რომელშიც მონაწილეობას ცნობილი მომღერლები მიიღებენ.

„ის საოცრად თანამედროვე მოაზროვნე ოყო. მართალია მე-19 საუკუნის შუა ხანებში დაიბადა ბატონყმობის დროს ,მოესწრო თავისუფალ საქართველოს. ის ამ ქალაქის პირველი დემოკრატი მერი იყო, რომელმაც ჭაობიანი დასახლება ,ქალაქად აქცია ევროპული ქალაქის იერი მისცა .ის რომ სხდომათა დარბაზს დიდი ნიკოლაძის სახელი მიენიჭა ეს დიდი საჩუქარია თვითონ ფოთელებსთვის, რომ არასდროს დაივიწყონ ის დიდი მოაზროვნე , რომელმაც არაჩვეულებრივი ამაგი დასდო ამ ქალაქს“ განაცხადა პროფესორმა, ნიკო ნიკოლაძის მკვლევარმა დალი ჩიკვილაძემ.

Comments
Loading...