- Advertisement -

ფოთში, ნიკო ნიკოლაძის კოშკში არტეფაქტები აღმოაჩინეს

ისტორიული ძეგლის ნიკო ნიკოლაძის სარეაბილიტაციო სამუშაო პროცესის დროს, მარჯვენა ფლიგელის ნაწილში, გალავნის კედელის ნაშთი და არტეფაქტები აღმოაჩინეს.

კოლხური კულტურის მუზეუმის დირექტორის ელენე გაბლიანის განმარტებით, არქეოლოგიური ნივთები კონკრეტულად რომელი პერიოდით თარიღდება, სპეციალისტთა ჯგუფის ჩამოსვლის შემდეგ დადგინდება.
 

„აღმოჩენილია გალავნის კედლის ნაშთი, რომელიც, ძალიან დიდი მნიშვნელოვანი მონაპოვარია, გარდა ამისა მეტრანახევრის სიგრძეზე აღმოჩნდა კერამიკის, თიხის, აგურის,კრამიტის, მოჭიქული კერამიკისა და რკინის ცალკეული არტეფაქტები.

ეს გარემოება მოწმობს იმას რომ 80-იან წლებში,როდესაც მარჯვენა ნაწილის მიშენება მოხდა, აღნიშნული ტერიტორია არ იყო შესწავლილი.ჩაერთვებიან არქეოლოგები და ობიექტის დეტალურად შესწავლა მოხდება.“-განაცხადა ელენე გაბლიანმა.

ნიკოლაძის კოშკში სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები ამ დროისთვის შეუფერხებლად მიმდინარეობს.

Comments
Loading...