- Advertisement -

ფოთში ოპოზიციამ სპორტულ სკოლებში არსებული მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა გააპროტესტა

საკრებულოს მე-19 მოწვევის სხდომაზე,სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების წარმომადგენლის ანგარიშმა ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია.

მათი განცხადებით სკოლებში ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია და ბავშვებს სავარჯიშოდ ელემენტარული პირობები არა აქვთ შექმნილი.მათივე თქმით ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები არამიზნობრივად იხარჯება და აღმასრულებელი ხელისუფლებისგან შესაბამისი ზომების გატარება მოითხოვეს.

,,გაუსაძლისი მდგომარეობაა ყველა მიმართულებით. ის რაც ჩვენ დავტოვეთ, იმაზე არაფერი არაა დამატებული.პარალელური სტრუქტურების შექმნის და თავიანთი მომხრეების დასაქმების მეტი არაფერი არ გაუკეთებიათ. ბიუჯეტის არამიზნობრივმა ხარჯვამ გამოიწვია ეს ყველაფერი . მაგალითად: არის სპორტის სამსახური და შექმნეს სპორტის გაერთიანების ა(ა)იპი , ორივეს ერთნაირი ფუნქცია აქვს და ამით ფული ნაწილდება არამიზნობრივად , ყველა მიდის ხელფასების ხარჯზე და სპორტის სკოლები კი განადგურებულია.
ფეხბურთი დაიწყო ფოთიდან და საფეხბურთო სკოლა საშინელ მდგომარეობაშია , როდესაც მისი ბიუჯეტი იყო 165 000 ლარი, დღეს 65 000 ლარამდეა შემცირებული, რადგან პარალელურ სტრუქტურაში თავიანთ თანამშრომლებს და მომხრეებს დაურიგონ ხელფასი. ამას გავაპროტესტებდი რა თქმა უნდა. ფოტში სპორტის განვითარების კუთხით არაფერი კეთდება. როცა ჩვენ ხელისუფლებაში ვიყავით , წახალისების მიზნით , სხვადასხვა ჩემპიონატში გამარჯვებულებს ,სხვადსახვა თანხით ვაჯილდოებდით,ესეც ამოუღიათ. სპორტი ნადგურდება , ყველაფერი ნადგურდება ამ ქალაქში,”- განუცხადა ჟურნალისტებს საკრებულოს წევრმა “ნაციონალური მოძრაობიდან” დარეჯან ცხვიტარიამ.

საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი კაკულიას განცხადებით , სასპორტო სკოლებში არსებული ვითარების გამოსასწორებლად, აუიცლებელია დამატებითი თანხების მოძიება.

“ოპოზიცია თავის ნეგატიურ მხარეებს ავლენს , ზოგიერთ საკითხში ვეთანხმებით კიდევაც. ოპოზიციას მისი ფუნქცია აქვს , ჩვენ კი გვაქვს ჩვენი ფუნქცია და სხდომებზე მზად ვართ მათ მოვუსმინოთ. ზოგადად ბევრი მიმართულებით მუშაობს სასპორტო გაერთიანება და ქალაქის ბიუჯეტიც მისი სახსრებიდან გამომდინარე სერიოზულ თანხებს ხარჯავს ამ მიმართულებით.
რა თქმა უნდა ეს არ არის საკმარისი.
ჩვენ ახლა ვიმსჯელეთ იმაზე, რომ სპორტისთვის აუცილებელია მეტი თანხის მოძიება, რაშიც ცენტრალური ხელისუფლება დაგვეხმარება. მომავალი წლისთვის ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტი წარმატება ჰქონდეს ჩვენს ქალაქს სპორტის კუთხით,“- განაცხადა ირაკლი კაკულიამ.

Comments
Loading...