- Advertisement -

ფოთში პირველი მიკროელექტროსადგური დეკანოზმა მამა გრიგოლმა დაამონტაჟა

ფოთში, დეკანოზი მამა გრიგოლი ენერგო-პრო ჯორჯიის პირველი აბონენტია, რომელიც ქსელში ნეტო აღრიცხვის სქემით ჩაერთო. მან საკუთარი სახლის ეზოში, 2 კვტ-ის სიმძლავრის მზის ელექტროსადგური მოაწყო. პანელები მოძრავ კონსტრუქციაზეა დამონტაჟებული, რაც მზის მიმართულებით შემობრუნების საშუალებას იძლევა და დამატებით 3 კილოვატით მეტ ელექტროენერგიას გმოიმუშავებს.

მამა გრიგოლი 7 შვილთან და მეუღლესთან ცხოვრობს. როგორც „აიპრესთან“ ჰყვება, ოჯახი ძალიან დიდ საზრუნავს მოითხოვს და ყოველთის დაინტერესებული იყო მსგავსი პროექტებით.

„ხშირად მეკითხებიან, ის თანხა, რომელიც წინდაწინ უნდა ჩადო ამ პროექტში, ეს ხომ დიდი თანხაა? ვფიქრობ ეს არასწორი მიდგომაა, რადგან ჩვენ ძალიან დიდ სახსრებს ვდებთ ზოგადად ცხოვრებაში, მაგალითად მანქანა რომელიც საჭიროა ოჯახში, მისი შეძენა დიდ თანხას უკავშირდება, დროთა განმავლობაში კი სულ იქით ითხოვს დანახარჯს. მზის ჰელიოს შემთხვევაში პირიქით ხდება, ერთჯერადად ადამიანი დაიახარჯება, შემდგომ წლების განმავლობაში ამ ხარჯს, ღვთისგან ბოძებული ენერგიით აღადგენს. გამომდინარე იქიდან, რომ ოჯახს ძალიან დიდი საზრუნავი აქვს, შვილები იზრდებიან და გასავალი მატულობს, სულ მქონდა ფიქრი როგორ დავხმრებოდი ოჯახს, ეს არის ერთერთი პროექტი რომელიც განვახორციელეთ.იმედი მაქვს სხვებიც დაინტერესდებიან ამ უნიკალური პროექტით.“

მამა გრიგოლს სახლში ბოცვერების მინი ფერმა აქვს მოწყობილი, რომელიც საკუთარი ხელებით ააშენა. როგორც მამაო ჰყვება, ოთხი წლის წინ ხაშურში 4 კურდღელი შეიძინა და გადაწყვიტა მათი გამრავლება. მოგვიანებით სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში შესძლო ფერმის გაფართოება და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა.

Comments
Loading...