- Advertisement -

ფოთში “რა? სად? როდის?” გამარჯვებული პირველი საჯარო სკოლის გუნდი გახდა

ფოთში, ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ გამარჯვებული, პირველი საჯარო სკოლის გუნდი გახდა. ინტელექტუალური თამაში, რომელიც ერთდროულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობდა,სპორტისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს „რა? სად? როდის?“ კლუბის ორგანიზებით ჩატარდა. შეჯიბრებაში ფოთის კერძო და საჯარო სკოლების 80-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

„ტურნირმა მშვიდ გარემოში ჩაიარა, მოსწავლეები ძალიან აქტიურობდნენ. მინდა მადლობა გადავუხადო ფოთის რესურსცენტრს ამ ღონისძიების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის. პროექტის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდობაში ინტელექტუალური ცოდნის დონის, შესაძლბლობებისა და სხვადასხვა უნარების გამოვლენა, განვითარება, რაც მათი მომავალი წარმატების საწინდარია“_ განაცხადა ინტელექტუალური კლუბი „რა? სად? როდის?“ სამეგრელოს რეგიონალურმა კოორდინატორმა, ბექა კოდუამ.

ფინალური ტურნირი მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს ჩატარდება.

Comments
Loading...