- Advertisement -

ფოთში რეგიონული თეატრების მე-4 საერთაშორისო ფესტივალი წელსაც გაიმართება

ფოთი წელსაც რეგიონული თეატრების მე-4 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს მიუხედავად იმისა, რომ ფოთის თეატრის ავარიულ შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ კიდევ არ დაწყებულა, როგორც თეატრის დირექტორი ამბობს ეს გადაწყვეტილება საორგანიზაციო საბჭომ მაინც მიიღო. მისივე თქმით ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებებისთვის, ქალაქში არსებული ყველა შესაბამისი სივრცე იქნება გამოყენებული.

"შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები როდის დაიწყება ჯერ-ჯერობით უცნობია, რადგან ექსპერტიზა არ ჩატარებულა, მაინც მივიღეთ გადაწყვეტილება ფესტივალი ფოთში გაიმართოს, რომ რეალურად სხვა ქალაქში არ გადავიდეს. ალტენატიულ სივრცეებს შევარჩევთ და ყველას გამოვიყნებთ, სადაც შესაძლებლობა იქნება ღონისძიებები გაიმართოს", – განაცადა თეატრის დირეტორმა თენგიზ ხუხიამ.

ფესტივალის ორგანიზატორები აღნიშნულთან დაკავშირებით ქალაქის მერს გოჩა კურდღელიას შეხვდნენ. როგორც შეხვედაზე გადაწყდა, ფესტივალი 21 – 30 ივლისს ჩატარდება, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ასევე ინგლისიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან, ლიტვიდან და რუსეთიდან ჩამოსული დასები მიიღებენ მონაწილეობას. 

თეატრების მე-4 საერთაშორისო ფესტივალი, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართება.

Comments
Loading...