- Advertisement -

ფოთში საერთაშორისო ბიბლიოთეკა გაიხსნა

არასამთავრობო ორგანიზაცია „დიოსკურიას“ ოფისში საერთაშორისო ბიბლიოთეკა გაიხსნა . გახსნის ცერემონიალს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რეჟისორი გიორგი ორველაშვილი და პრემიერ მინისტრის მრჩეველი, მწერალი გურამ ოდიშარია დაესწრნენ. მწერალმა ბიბლიოთეკას საჩუქრად თავისი წიგნები გადასცა. როგორც „დიოსკურიას“ დირექტორმა ნონა ხუხიამ აღნიშნა, დაწესებულებას უფრო თინეიჯერები სტუმრობენ და უკე 100-მდე წიგნია გაცემული, რაც მისი თქმით საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.

„ჩვენი ორგანიზაცია ძირითადად დევნილ ბავშვებზეა ორიენტირებული,ასევე რა თქმა უნდა ადგილობრიებსაც ვემსახურებით.სამწუხაროდ ქართველი ახალგაზრდები, მსგავსად უცხოელი თანატოლებისა, გაცილებით მეტ დროს უთმობენ კომპიუტერთან გართობას, ვიდრე წიგნის კითხვას. ყველანაირად ვცდილობთ მოზარდებში წიგნიერების დონის ამაღლებას შევუწყოთ ხელი და მათ კომფორტული გარემო შევუქმნათ.ფოთის საზღვაო ნავსადგურის დონაციით გარემონტდა ოთახი, შევიძინეთ საჭირო ავეჯი, ამერიკის მშვიდობის კორპუსის მოხალისეებმა, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და თურქულენოვანი 500-ზე მეტი წიგნი საჩუქრად გადმოგვცეს. ბიბლიოთეკის პარალელურად გახსნილი გვაქ უცხო ენების შემსწალელი კურსები. ვფიქრობ თვითმმართველობის, ბიზნეს სექტორისა და არასამთარობო ორგანიზაციის თანამშრომლობით, საკმაოდ წარმატებული პროექტი გამოვიდა“_ განაცხადა ნონა ხუხიამ.

Comments
Loading...