- Advertisement -

ფოთში საკანალიზაციო სისტემის მშენებლობა მიმდინარეობს

ფოთში საკანალიზაციო სისტემის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელსაც ტენდრეში გამარჯვებული ჰოლანდიური კომპანია TAHAL GROUP აწარმოებს. გრუნტის დამუშავება და მილების ჩადება 2018 წლის ნოემბერში დაიწყო.

სამუშაოები ქალაქის სამ ლოკაციაზე ნაბადის, მალთაყვის უბნებში და მეშვიდე კილომეტრთან ერთდროულად ხორციელდება. ჰოლანდიური კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, მუშაობის ტემპის დაჩქარების მიზნით, დამატებით ძალებს ელოდებიან. მისივე თქმით, ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადა, დაახლოებით წელიწად ნახევარში იწურება.

„მიმდინარეობს მუშაობა ნაბადის უბანში ჭაბჭავაძის ქუჩაზე,მალთაყვაში ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე და მეშვიდე კილომეტრთან ლარნაკას ქუჩის ჩიხთან. როგორც კომპანიის ხელმძღვანელებისგან ვიცი, დაგეგმილია დამატებითი ძალების შემოყვანა,რაც მუშაობის ტემპს დააჩქარებს.

დაახლოებით ზაფხულის დასაწყისში 17 ლოკაციაზე გავიშლებით და ხელშეკრულებით განსზღვრულ დროში ჩავეტევით“ _განაცხადა TAHAL GROUP-ის წარმომადგენელმა დემურ დარცმელიძემ.

პროექტის ღირებულება 89 943 800 ლარს შეადგენს, მას აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს.

Comments
Loading...