- Advertisement -

ფოთში სალომე ზურაბიშვილს “ნაციონალური მოძრაობა” აქციით დახვდა

ტრანსპარანტებით და ხმაურით დახვდა ოპოზიცია პრეზიდენტობიდ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ფოთში.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა მისგან ტერიტორიის დატოვება მოითხოვეს.

“გვინდოდა გვეკითხა ზურაბიშვილისთვის თუ რატომ დაადანაშაულა საქართველო ომის დაწყებაში და რატომ დევს ჰააგის სასამართლოში მისი ჩანაწერები პუტინის სასარგებლოდ. გაგვცეს პასუხი და თუ ის თვლის, რომ საქართველომ დაიწყო ომი, მაშინ რად უნდა ასეთი ქვეყნის პრეზიდენტობა.”-განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დარეჯან ცხვიტარიამ.

შეხვედრის გარე პერიმეტრზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

Comments
Loading...