- Advertisement -

ფოთში სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ფოთის მერის მოადგილე, ირაკლი თოფურია, ქალაქში სანიაღვრე არხების მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო, რომელსაც შ.პ.ს. „ტოტალი“ ახორციელებს.

პროექტის ღირებულება 764.399,38 ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე 555. 681,55 ლარის სამუშაოებია შესრულებული.

"არის მცირედი ხარვეზები, რაც მუშაობის პროცესში სწორდება. ჩვენ თვალს ვადევნებთ და ვაკონტროლებთ შესრულების ხარისხს. წლის ბოლომდე სანიაღვრე არხები რეკვავას, გორგასლის, ერეკლე მეორის, შავი ზღვის, ბარნოვისა და მაჩაბლის ქუჩებზე მოწესრიგდება. დანარჩენ ქუჩებში ამ პრობლემის მოგვარება მომავალი წლიდან დაიწყება“_ განაცხადა ირაკლი თოფურიამ.

Comments
Loading...