- Advertisement -

ფოთში საპრეზიდენტო არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

ფოთში საპრეზიდენტო არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. 32-ვე საარჩევნო უბანი ერთდროულად 7 საათზე გაიხსნა.

ოპოზიციის განცხადებით, მათ მიერ 6 საჩვარია დაწერილი, რადგანაც კენჭისყრის პროცედურა დარღვევებით წარიმართა. საოლქო- საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სალომე როდონაია კი აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს, მისი თქმით ყველა პრცედურა კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს.

ფოთში 41 421 ამომრჩეველია რეგისტრირებული. არჩევნების მეორე ტურში მათი რიცხვი 69-ით გაიზარდა. არჩევნების პროცესს ადგილობირივი და საერთაშორისო დამკვირვებლები აკვირდებიან.

Comments
Loading...