- Advertisement -

ფოთში სასწრაფო დახმარების ახალი სამედიცინო ცენტრი შენდება

ქვეყნის მასშტაბით, ამ ეტაპზე 40-ზე მეტი ახალი სასწრაფო დახმარების სამედიცინო ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. ერთ-ერთი თანამედროვე ტიპის, ახალი ცენტრი მალე ფოთის მოსახლეობას მოემსახურება. 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, სამეგრელოს რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ცენტრის მშენებლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად დაათვალიერა. 

ფოთის სასწრაფო დახმარების სამედიცინო ცენტრი მაისიდან შევა ექსპლუატაციაში. წლების განმავლობაში სამედიცინო პერსონალს სხვა შენობაში უწევდა ყოფნა. მალე საგანგებო სიტუაციების და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რაიონული ფილიალი ახალ შენობაში განთავსდება. ახალი ცენტრი აბსოლუტურად შესაბამისობაში იქნება თანამედროვე სტანდარტებთან და აღჭურვილი იქნება საჭირო ტექნიკით. ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. 

Comments
Loading...