- Advertisement -

ფოთში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა

ფოთში, ათონელის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სავარაუდოდ ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია. დაიწვა პირველი სართული, განადგურებულია საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა.

„მეორე სართულზე ვიყავი როდესაც შავი კვამლი შევნიშნე, იატკიდან ამოდიოდა. უცებ გარეთ გამოვვარდი და კივილი დავიწყე. რომ არა მეზობლები, ცეცხლი სახლს მთლიანად მოედებოდა. ქვემოთ მაცივარი იყო ჩართული, ალბათ მოკლე ჩართვამ გამოიწვია ხანძარი“, – ამბობს სახლის მეპტრონე, პენსიონერი ნარგიზა ციკოლია.

ადგილზე იმყოფებოდნენ სახანძრო სამაშველო ბრიგადა, საპატრულო პოლიცია და ქალაქის მერის პირველი მოადგილე, მამუკა პაპასკირი.

როგორც მერის მოადგილემ „აიპრესთან“ განაცხადა მუნიციპალიტეტი დაზარალებულ ოჯახს მატერიალურად დაეხმრება: „დაველოდებით სახანძროს დასკვნას და ამის შემდეგ მერია კანონის შესაძლებლობების ფარგებში, დაზარალებულ ოჯახს გაუწევს მატერიალურ დახმარებას“.

Comments
Loading...