- Advertisement -

ფოთში, სკოლის მოსწავლეები ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის გაუქმებას აპროტესტებენ

ფოთის ადმინისტრაციული შენობასთან საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებმა აქცია გამართეს, მათ ფოთში ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის გაუქმება გააპროტესტეს.

"ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, ივა მინდაძემ გააჟღერა ინფორმაცია, რომ ეროვნული გამოცდები ხულოში, ფოთსა და ოზურგეთში წელს არ ჩატარდება, რადგან ამ ქალაქებში უმაღლესი სასწავლებლები არ არის. ფოთში მესამე წელია უმაღლესი სასწავლებელი „ახალი საქართველოს უნივერსიტეტი“ ფუნქციონირებს და სამინისტროს არგუმენტი მიუღებელია"- განაცხადა „აიპრესთან“ მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლემ თაკო ბერაიამ.

აქციის მონაწილეებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ. მათი, თქმით შსაბამის უწყებას წერილით მიმართეს და ახლა პასუხის მოლოდინში არიან. 

ყოველწლიურად ფოთის საგამოცდო ცენტრში 1 500-მდე აპლიკანტი ირიცხებოდა. ფოთელი მოსწავლეები მათი მოთხოვნის არ შესრულების შემთხვევაში, საპროტესტო აქციების მოწყობით იმუქრებან.

Comments
Loading...