- Advertisement -

ფოთში სტიქიის შედეგად 100-მდე ოჯახი დაზარალდა

ფოთში, საკრებულოს მმართველი გუნდის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ, სადაც ქუჩების დატბორვის გამომწვევ მიზეზებზე და განმეორებითი სტიქიის შემთხვევაში, პრევენციული ზომების განხორციელებაზე იმსჯელეს. 

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინასებით გაიწმინდა წყალგამტარი კომუნიკაციები, მაგრამ უხვი ნალექის დროს ელექტროენერგიის გათიშვის გამო, ვერ მოხერხდა ჭარბი წყლის გადინება. ამდენად, ქუჩების დატბორვის თავიდან აცილების მიზნით, მხარეებმა გენერატორების შეძენის აუცილობლობაზე გამახვილეს ყურადღება. ასევე, ა(ა)პის წარმომადგენლებს დაევალათ ძირფესვიანად შეისწავლონ პრობლემური ადგილები და მიმდინარე პროცესებზე საკრებულოს წინაშე ანგარიშთ წარსდგეს.

შეგახსენებთ, გუშინ გვიან ღამით მოსულმა გადაუღებელმა, ძლიერმა წვიმამ, ქალაქში სერიოზული პრობლემები შექმნა. დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. ქალაქის მერიაში შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალის რაოდენობას ითვლის და ცალკეულ უბნებზე არსებულ ვითარებას სწავლობს.ამ დროისთვის, შესაბამის სამსახურს 100-მდე დაზარალებულმა მოქალაქემ მიმართა. ზარალის თანხობრივი ოდენობა ჯერ-ჯერობით დაუდგენელია.

Comments
Loading...