- Advertisement -

ფოთში უპატრონო ძაღლებთან დაკავშირებით გამოცხადებული ტენდერი ორჯერ ჩაიშალა

"ფოთში, ავტოსადგურთან უპატრონო ძაღლებმა ხალხი დაკბინეს, ნიკოლაძის სანაპიროზეც დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, კატასტროფული მდგომარეობაა, მაინცდამაინც ჩვენ ან ჩვენი შვილები უნდა დაკბინონ ძაღლებმა, რომ არსებული პრობლემა მოგვარდეს?!“ – ეს განცხადება დღეს საკრებულოს სხდომაზე "ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენელმა საკრებულოში, მამუკა ხორავამ გააკეთა, რასაც მერის მოადგილის, გიორგი ფარეშიშვილის განმარტება მოჰყვა. მისი თქმით აღნიშნულთან დაკავშირებით გამოცხადებული ტენდერი ორჯერ ჩაიშალა, რადგან არავინ მიიღო მონაწილეობა.

"ეს საკითხი კანონმდებლობიდან გამომდინარე გახლავთ სპეციალურ პროცედურებს, წესებს დქვემდებარებული,რაც გულისხმობს უპატრონო ძაღლების დაჭერის , შესაბამისად გადაყვანის და ბუნკერის მოწყობის და მთელი რიგი პროცედურების სრულ დაცვას. მთელი გასული წლების განმავლობაში, მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობდა ტენდერში, რომელსაც გურიაში ქონდა ბუნკერი მოწყობილი, მაგრამ ამჯერად გამკაცრებული მონიტორინგის პირობებში, ვერ დააკმაყოფილა შესაბამისი მოთხოვნები. სამწუხაროდ ორჯერ ჩავარდა გამოცხადებული ტენდერი,რადგან ფიზიკურად არავინ მიიღო მონაწილეობა. ახლა მიდის ძალიან სერიოზული მუშაობა ალტერნატიული გზების მოძიების კუთხით, რადგანაც ეს პრობლემა უკვე ადამიანის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს. მეც არერთხელ ამდევნებია ძაღლები ნიკოლაძის სანაპიროზე.ეს პრობლემა ყველას გვაწუხებს. ქალაქის მერია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არსებული მდგომაეობა უმოკლეს ვადებში გამოსწორდეს,“ –  განაცხადა გიორგი ფარეშიშვილმა.

Comments
Loading...