- Advertisement -

ფოთში ქალი კანდიდატების მხარდამჭერი აქცია გაიმართა

დღეს ფოთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საზოგადოების მხრიდან, ქალი კანდიდატების მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

აქცია "ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის" ორგანიზებით მოეწყო.მათ მოსახლეობას საინფორმაციო ხასიათის ბროშურები დაურიგეს და არჩევნებში აქტივობისკენ მოუწოდეს.

ამ დროისთვის ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრაცია მხოლოდ ერთადერთმა ქალბატონმა _ „ახალი საქართველოს“ წარმომადგენელმა ინგა ჭანტურიამ გაიარა.

Comments
Loading...