- Advertisement -

ფოთში ძლიერი აფეთქების შედეგად გარდაცვლილი მამაკაცი აფხაზეთიდან დევნილია

ფოთში ძლიერი აფეთქების შედეგად გარდაცვლილი მამაკაცი აფხაზეთიდან დევნილი, რომან სიჭინავაა. გარდაცვლილის მეზობლები მას დადებითად ახასიათებენ.

„განათლებული და კეთილი ბიჭი იყო. გაჭირვებაში გაიზარდა, როგორ მოხდა ეს, ჩვენ არაფერი ვიცით. არ მუშაობდა, დედ-მამის პენსიით ცხოვრობდა პატიოსნად“, – განუცხადა ჟურნალისტებს გარდაცვლილის მეზობელმა ლორა ბერულავამ.

შეგახსენებთ, ფოთში გვიან ღამით უბედური შემთხვევა მოხდა. ნაბადის უბანში 41 წლის მამაკაცს სავარაუდოდ ხელყუმბარა აუეთქდა. ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, ერთ-ერთი 16 წლისაა.
 

Comments
Loading...