- Advertisement -

ფოთში ძლიერი ქარის შედეგად მიყენებულმა ზარალმა მილიონ ლარს მიაღწია

ქალაქის ვიცე-მერის კოტე თოფურიას განცხადებით, ეს არის პირველადი მონაცემები, რადგან სპეციალური კომისია ზარალის აღწერას ამ დრომდე აგრძელებს.

“ძლიერმა ქარმა 94 კერძო სახლი და მუნიციპალურ ბალანსზე არსებული 40 ობიექტი დააზიანა.პირველადი დახმარებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილია 10 ათასი ლარი, დანარჩენი თანხა კი ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყოფა. იმ უბნებზე, სადაც სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი დიდია, ამ დრომდე აღდგენითი სამუშაოები გრძელდება,“- აღნიშნა ჟურნალისტებთან კოტე თოფურიამ.

Comments
Loading...