- Advertisement -

ფოთში წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია აპრილში დაიწყება

ფოთში წყალარინების ქსელის რეაბილიტაციის პროექტი აპრილის თვეში დაიწყება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ჰოლანდიური კომპანია "TAHAL GROUP BV” შეასრულებს. მისი საერთო ღირებულება 89 943 800 ლარია და დაფინანსება აზიის განვითარების ბანკიდან განხორციელდება. 

აღნიშნულთან დაკავშირებით ადგილობრივ ხელისუფლებასა და "TAHAL GROUP BV” შორის პირველი შეხვედრა უკვე გაიმართა, სადაც მხრეებმა სამუშაოების ტექნიკური საკითხების მოგვარებაზე ისაუბრეს. კომპანიის წარმომადგენელის, პიტერ ბრანზბურგის განცხადებით, პროექტში ადგილობრივი მუშა ხელი დასაქმდება:

"სპციალისტებთან ერთად დეტალურად შევისწავლეთ მთელი რიგი საკითხები. მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი ქალაქში არსებული კლიმატური პირობებია, აქედან გამომდინარე ვეცდებით ზაფხულის სეზონი მაქსიმალურად გამოვიყენოთ“. 

საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია, სატენდერო პირობების მიხედვით ორი წელი გაგრძელდება, რაც იმას ნიშნავს რომ დზიანებული საავტომობილი გზების შეკთება ორი წლის შემდეგ მოხდება, თუმცა ქალაქის მერის გოჩა კურდელიას განცხადებით, პარალლურ რეჟიმში ქუჩების მოხრეშვა – დაგრეიდერება განახლდება. მისივე თქმით ამ საკითხზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 ლარი დაიხარჯება.

Comments
Loading...