- Advertisement -

ფოთში წყალმარეგულირებელი ჰიდროკვანძის რეაბილიტაცია დაიწყება

ფოთის მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემა, წყალმარეგულირებელი ჰიდროკვანძის რეაბილიტაცია, დღის წესრიგში დადგა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ, ფოთის ამომრჩეველთან შეხვედრაზე, ქალაქის შემოსვლელი ხიდისა და წყალმარეგულირებელი კომპლექსის მშენებლობა-რეკონსტრუქციის აუცილებლობაზე ისაუბრა, მისი განცხადებით ორ წლიან პროექტზე 50 მილიონი ლარი დაიხარჯება.როგოც მინისტრმა აღნიშნა, ახალი ხიდის მშენებლობა თბილისი-სენაკი-ფოთის მაგისტრალური გზის რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელდება,რაც მნიშვნელოვნად გაზრდის არსებული გზის გამტარ უნარიანობას.ძველი ნაგებობა კი მხოლოდ ჰიდროკვანძის ფუნქციას შეასრულებს.

სპეციალისტების განმარტებით ხიდზე მდგომარეობა ამ ეტაპზე იმდენად საგანგაშოა,რომ ყოველი სტიქიის დროს ფოთი და მისი ახლომდებარე სოფლები დატბორვის სასიშროების წინაშე დგანან.

„2011 წლის შემდეგ ნაგებობას გამოკვლევა არ ჩატარებია.შეიძლება მექანიკურ ნაწილს ეშველოს,მაგრამ მთავარია რა მდგომარეობაა წყალქვეშ.ჩემი ინფორმაციით კაშხალზე არცერთი ძრავი,ამწე მექანიზმი არ არსებობს,რაც სიტუაციას საგანგაშოს ხდის.შეიძლება გამორეცხვები იმდენად დიდია,რომ ნაგებობა ამოყირავდეს და ეს ფოთის დატბორვას გამოიწვევს, ჭალადიდსა და პატარა ფოთს კი წალეკვას“_ განაცხადა წყალთმეურნეობის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა ვახტანგ ლოლუამ.

ჰიდროკვანძი რომელიც ხიდის ფუნქციასაც ასრულებს და მდინარე რიონის შავ ზღვაში ჩასვლის პროცესს არეგულირებს,1959 წელს აშენდა. ნაგებობა მხოლოდ 1,5-2 ტონიანი მანქანებზე იყო გათვლილი,თუმცა დღესდღეობით მასზე 30-40 ტონიანი ტვირთის მქონე ტრაილერები გადაადგილდებიან. ხიდის მოძველებული კონსტრუქციის გამოკვლევა ბოლო 6 წლის მანძილზე არ განხორციელებულა.

Comments
Loading...