- Advertisement -

ფოთში ხვალ ნიკო ნიკოლაძის 175-ე წლის იუბილეს აღნიშნავენ

ფოთი ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან 175 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებისთვის ემზადება, რომელიც ხალ 19 ოქტომბერს გაიმართება. როგორც მერის მოადგილემ, გიორგი ფარეშიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხდა, ქალაქში სხვადახვა სახის აქტივობები დილით 11 საათიდან დაიწყება და საღამოს გრანდიოზული კონცერტით დასრულდება.

„19 ოქტომბერს საზეიმოდ გაიხსნება ნიკო ნიკოლაძის რეაბილიტირებული კოშკი, რომლის რეაბილიტაცია განხორციელდა „ქართუ ჯგუფის“ მიერ.კულტურის სამინისტროს უშუალო ძალისხმევით, ქალაქ ფოთის მერიამაც, ყველამ ერთად მოვინდომეთ და პირველად აღდგა ნიკოლაძისეული ავეჯი, განხორციელდა მისი რესტავრირება, რომელიც გამოეფინება საექსპოზიციოდ. ასევე იქნება საარქივო ფოტოების გამოფენა, ნიკო ნიკოლაძის პირადი არქივიდან, რომელსაც პირველად იხილავს დამთვალიერებელი ამ სივრცეებში. მთელი დღის განმავლობაში მოხდება ასევე რეაბილიტირებული ნიკოლაძის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის გახსნა, რომელსაც ასევე ღამის განათები დაუმონტაჟდა პორტის დახმარებით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოს სხდომათა დარბაზს ოფიციალურად მიენიჭება ნიკო ნიკოლაძის სახელი და საზეიმო გახსნა მოხდება ამ დარბაზის. ასევე იქნება საჩვენებელი გაცურვები მდინარე რიონზე და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მთელი დღის განმავლობაში, ორი საათიდან დაიწყება ფესტივალი „ფუძეობის“ აღნიშვნა. იქნება საინტერესო გამოფენები, სხვადასხვა ღონისძიებები, აქტივობები, ცენტრალურ პარკში განხორციელდება ეს ყველაფერი. საღამოს უკვე 8 საათზე დაიწყება გრანდიოზული კონცერტი ფესტივალის ფარგლებში, სადაც მაყურებლის წინაშე ცნობილი მომღერალი ლელა წურწუმია თავის ბენდთან ერთად და ასევე მაკა ზამბახიძე მუსიკალურ ჯგუფ Non-Stop-თან ერთად წარსდგებიან. ვეპატიჟებით ყველას, დასწრება თავისუფალია. დიდი იმედი გვაქვს რომ მთელი ქალაქი შემოგვიერთდება“_ განცხადა გიორგი ფარეშიშვილმა.

Comments
Loading...