- Advertisement -

ფოთში ხვალ 6 ბალიან შტორმს ელოდებიან

ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლში ხვალ სინოპტიკოსები 6 ბალიან შტორმს ელოდებიან.მათი განცხადებით უამინდობა სამი დღის მანძილზე შენარჩუნდება.

„ფოთი-ყულევის სანაპირო ზოლში მომდევნო სამი დღის განმავლობაში ამინდი მკვეთრად გაუარესდება.იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი სიჩქარით 15 მეტრი წამში. ზღვის ღელვა ხვალიდან 6 ბალამდე მოიმატებს და საშტორმო მდგომარეობა 24 ნოემბრამდე შენარჩუნდება“_ განაცხადა ჰიდროგრაფიული სამსახურის, სინოპტიკური სამმართველოს წარმომადგენელმა ტატიანა კარასევამ

სინოპტიკოსების ვარაუდით 25 ნოემბრიდან გამოიდარებს.

Comments
Loading...