- Advertisement -

ფოთში 15-მდე ენთუზიასტის ინიციატივით მეთევზათა კლუბი ჩამოყალიბდა

ახლადშექმნილი კლუბის წევრებმა პირველი აქტივობა ტერმინალებთან მდებარე ტბასთან ჩაატარეს და მისი სანაპირო დაასუფთავეს. 

მეთევზეების განცხადებით, კლუბის მთავარი მიზანია, სპორტული თევზჭერის პოპულარიზება,გარემოს დაბინძურებისა და ბრაკონიერობისგან დაცვა, ასევე თევზის სახეობების მრავალფეროვნების შენარჩუნება.

„კლუბი სულ ახლახან ჩამოყალიბდა,პირველ ნაბიჯებს ვდგამთ.ჩვენი მიზანია კლუბმა დაამკვიდროს თანამედროვე მეთოდები როგორც სამოყვარულო ასევე სპორტულ თევზჭერაში. მინდა მოუწოდო იმ ადამიანებს, რომლებიც იზიარებენ ჩვენს შეხედულებებს და უყვართ ბუნება, გაწევრიანდნენ კლუბში და ერთად გავაკეთოთ ისეთი საქმეები, რომელიც წაადგება ჩვენს ქალაქს“_ განაცხადა გიგა პარკაიამ.

კლუბის წევრები უახლოეს დღეებში თევზაობაში ტურნირის მოწყობას გეგმავენ, სადაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება მონაწილეობა მიიღოს.

Comments
Loading...