- Advertisement -

ფოთში 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

ფოთში 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტი, მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა ვასილ თოდუამ წარადგინა. მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 15 მილიონ 739 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2017 წლის ბიუჯეტზე 89 ათასი ლარით მეტია. 2018 წლის ბიუჯეტში მთავარი პრიორიტეტებად ინფრასტრუქტურა, სოციალური სფერო, ჯანდაცვა კულტურა და სპორტი დასახელდა.

შეხვედრაზე მოქალაქეებმა მათ უბანში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე ისაუბრეს,ასევე ყურადღება გამახვილდა თურქების მიერ გახსნილ სამკერვალო ფაბრიკაში არსებულ მდგომარეობაზე,სადაც დასაქმებულ ადამიანებს, პირველ ეტაპეზე დაპირებული 350 ლარის ნაცვალ, 200 ლარს უხდიან, მათ მერს ქალაქში მინიმალური ხელფასის განსაღვრა შესთავაზეს.

კომპლქსური სპორტული სკოლის დირეტორმა დაფინანსების სიმწირეზე ისუბრა,როგორც მან განაცხადა , სკოლა, რომელშიც სპორტის 5 სახეობაა გაერთიანებული ,არსებული შემცირებული დაფინანსებით ვერ იარსებებს. შეხვედრაზე ასევე გაირკვა, რომ მალთაყვის სანაპირო ზოლზე მიმდინარე სამუშაოებში დასაქმებულ მუშებს, სამი თვის სახელფასო დავალიანება აქვთ.

ქალაქის მერმა გოჩა კურდღელიამ აღნიშნა რომ ადგილობრივი ბიუჯეტი საკმაოდ მწირია აქ დასმული ყველა პრობლემის და სხვა საკითხების გადასაჭრელად: „ყოველდღიურად მერიაში მოქალაქეთა 40-50 განცხადება შემოდის, რომელიც ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარებას ეხება. ჩვენ უნდა გამოვყოთ პრიორიტეტები. სწორედ ამ მიზნით ადგილობრივი ხელისუფლება გეგმავს, როგორც სამუშაო ჯგუფების შექმნას, აგრეთვე უბნებში მუნიციპალიტეტების გაძლიერებას.“

ადგილობრივი ბიუჯეტის სიმწირეზე, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი კაკულიამაც გაამახვილა ყურადღება: „საპორტო ქალქის მნიშვნელოვანი შემოსავალი ცენტრალურ ბიუჯეტში მიედინება,რაც არსებული პრობლემების მოგვარებას აფერხებს. ვფიქრობ მოვიდა დრო თითოეულმა ფოთელმა აიმაღლოს ხმა და მოითხოვოს ქალაქის კუთვნილი შემოსავალი,დარწმუნებული ვარ მხოლოდ ამის შემდეგ მივაღწევთ სასურველ შედეგს“.

2018 წლის ბიუჯეტის პროექტს საკრებულო თვის ბოლოს დაამტკიცებს.

Comments
Loading...