- Advertisement -

ფოთში 54 წლის მარტოხელა ქალს ეძებენ

ფოთში 54 წლის მარტოხელა ქალს ნაზი მარშავას ეძებენ, ის 2017 წლის 26 დეკემბერს სახლიდან გავიდა და შინ არ დაბრუნებულა.

ქალი ტაბიძის ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდა. როგორც მეზობლები ამბობენ, მას ფსიქიური პრობლემები ქონდა. დაკარგულს ახლახან დედა გარდაეცვალა და ახლობლები ვარაუდობენ, რომ მისი ჯამრთელობის გაუარესება ამ ფაქტორმა გამოიწვია.

„ნაზის ნათესავების დავალებით მას ყურადღებას ვაქცევდი როგორც შემეძლო ისე, ამ ადამიანს ფსიქიური პრობლემა ქონდა, დედის სიკვდილის შემდეგ უფრო გაუმძაფრდა ეს პრობლემა ,მას არც საჭმელი აკლდა და არც სასმელი, ძმისშვილი სათანადო ყურადღებას აქცევდა და არაფერს აკლებდა,ყველაფერი მოქონდა რასაც მოისურვებდა. მისი გაუჩინარება ყველასთვის მოულოდნელია და შოკისმომგვრელი“ _ განაცხადა დაკარგულის მეზობელმა მანანა სალიამ.

აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

Comments
Loading...