- Advertisement -

ფოთში 6 სულიანი ოჯახის სახლი დაიწვა

ფოთში, ქორქიას ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა.ხანძარი გამთენიისას მაშინ გაჩნდა, როდესაც ოჯახის წევრები შიგნით იმყოფებოდნენ. მათ დროულად მოახერხეს გარეთ გასვლა და არავინ დაშავებულა.

ცეცხლი სავარაუდოდ მოკლე ჩართვამ გამოიწვია. ოჯახის წევრებმა ნივთების გამოტანა ვერ მოასწრეს. ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა, თუმცა ბელეტაჟის ტიპის სახლი მთლიანად დაიწვა.

6 სულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. დაზარალებულები ხელისუფლებას სამშენებლო მასალით დახმარებას სთხოვენ.

Comments
Loading...