- Advertisement -

ფოთში 80 წლის მარტოხელა ქალი დხმარებას ითხოვს

80 წლის სოციალურად დაუცველი ლიანა ჩხარტიშვილი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. ის ფოთში ბარათაშვილის ქუჩაზე ყოფილი საბავშვო ბაღის ამორტიზებულ შენობაში ცხოვრობს, რომელშიც მარტოხელა მოხუცის განცხადებით, 2010 წელს მთავრობამ ორი ოთახი დაუთმო.

საცხოვრებელ ფართში იატაკი იმდენად დაზიანებულია, რომ გადაადგილების დროს ჩანგრევის საშიშროება არსებობს. როგორც ის ამბობს წვიმიან ამინდში შიგნით ისე წვიმს, როგორც გარეთ და ღამით საწოლში ქოლგის ქვეშ ძინავს. მისივე თქმით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მას წინასაარჩევნოდ დახმარებას დაჰპირდნენ,მაგრამ ჯერ-ჯერობით არავინ გამოჩენილა.

„ვარ ძალიან ცუდ მდგომარეობაში,მომცეს ორი ოთახი მაგრამ არც ერთი არაფრად ვარგა. ორივეში იატაკი ჩატყდა და ორივე ხელი დამიზიანდა,ფანჯრებს ვერ ვაღებ, მეშინია არ ჩამოილეწოს. სადაც ვწევარ იქ მაწვიმს და ქოლგის ქვეშ მძინავს. ავაწრიალე მთელი მუნიციპალიტეტი,კი ბებია ყველაფერს გაგიკეთებთო მითხრეს,მაგრამ ისე დამთავრდა ეს არჩევნები თვალად არავინ მინახავს“_ განაცხადა ლიანა ჩხარტიშვილმა.

მერიაში აღნიშნულთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ შესაბამისი სამსახურები არსებულ მდგომარეობას დეტალურად გაეცნობიან და სათანადო ზომებს მიიღებენ.
 

Comments
Loading...