- Advertisement -

ფოთში, COVID -19-ის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ფოთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსზე 184 ადამიანი გამოიკვლიეს, აქედან ინფიცირება 12-ს დაუდგინდა. თვითიზოლაციის რეჟიმში 154 კონტაქტირებული ადამიანი იმყოფება.

„ სულ ამ პერიოდისათვის გამოჯანმრთელებულია 4 129 პაციენტი, გარდაცვლილი -35. აქტიური პაციენტია 95, მათ შორის სტაციონარშია 35, ბინაზე ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშაა 60.
თვითიზოლაციაზეა 154 კონტაქტირებული პირი. ტესტირება ჩაუტარდა 184 პიროვნებას, აქედან 110 გეგმიური.
ევექსის ფოთის ჰოსპიტალშია 21 პაციენტი“ – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელმა ნინო ლეფსაიამ.

Comments
Loading...