- Advertisement -

ფოთში, COVID -19-ის 29 ახალი და გარდაცვალების 1 შემთხვევა დაფიქსირდა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გარდაცვლილი 67 წლის მამაკაცია. ის ქუთაისის კოვიდ სტაციონარ „ბომონდში“ მკურნალობდა.

„სულ ამ პერიოდისთვის აღრიცხულია 5 126 პაციენტი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 4 740 პაციენტი, გარდაცვლილი – 45. აქტიური პაციენტია 341, აქედან სტაციონარშია 63, კოვიდ სასტუმროში 4 , ბინაზე ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშაა 274. თვითიზოლაციაზეა 340 კონტაქტირებული პირი, მათ შორის ახალი შემთხვევის 25 კონტაქტი. ტესტირება ჩაუტარდა 255 პირს. აქედან გეგმიურია 60. ევექსის ფოთის ჰოსპიტალშია 40 პაციენტი“ – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელმა ნინო ლეფსაიამ.

Comments
Loading...