- Advertisement -

ფოთში, COVID -19-ის 39 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო მონაცემებით, აქტიურ პაციენტად ითვლება 329 ადამიანი. ხოლო, თვითიზოლაციის რეჟიმში 248 იმყოფება. „სულ ამ პერიოდისათვის რეგისტრირებულია დასნებოვნების 3 661 შემთხვევა, აქედან გარდაცვლილი -23, გამოჯანმრთელებული – 3 309 პაციენტი, აქტიური პაციენტია 329, მათ შორის სტაციონარშია 54, კარანტინში 12, ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშაა 263. თვითიზოლაციაზეა 248, აქედან ახალი შემთხვევის კონტაქტია 21.

ტესტირება ჩაუტარდა 367 პაციენტს მათ შორის 124 გეგმიურია, 48 თვითიზოლაციში მყოფი, 195 კი სიმპტომური პაციენტი.
„ევექსის“ ფოთის ჰოსპიტალშია 40 პაციენტი“- განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელმა, ნინო ლეფსაიამ.

Comments
Loading...