- Advertisement -

ფოთში, COVID -19-ის 9 ახალი და 1 გარდაცვალების შემთხვევა გამოვლინდა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გარდაცვლილი 73 წლის მამაკაცია. ის სტაციონარულ მკურნალობას ჯერ ევექსის ფოთის ჰოსპიტალში გადიოდა, შემდეგ კი „თერჯოლამედში“ იქნა გადაყვანილი.

მათივე განცხადებით, ბოლო მონაცემებით, რეგისტრირებულია 5 961 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 5 687, გარდაცვლილი – 59. აქტიური პაციენტია 215; მათ შორის სტაციონარშია 78, კარანტინში 2, ბინაზე ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშაა 135.

თვითიზოლაციაზეა 99 კონტაქტირებული პირი, აქედან ახალი შემთხვევის 9 კონტაქტი.
ტესტირება ჩაუტარდა 188 პირს, მათ შორის გეგმიურია 45. ევექსის ფოთის ჰოსპიტალში 36 პაციენტია მოთავსებული.

Comments
Loading...