- Advertisement -

ფოლკლორის ცენტრში თვითნასწავლი მხატვრის გამოფენა გაიხსნა

24 ოქტომბერს ფოლკლორის ცენტრის საგამოფენო დარბაზში თვითნასწავლი მხატვრის მზია ნახუცრიშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნა,- ამის შესახებ ინფორმაციას ფოლკცენტრი ავრცელებს. 

გამოიფინა ბუნებრივი მასალისაგან დამზადებული 100-მდე ნამუშევარი – ნატურმორტი, კომპოზიცია, პორტრეტი.

საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კურსდამთავრებული წლების განმავლობაში პედაგოგად მუშაობდა მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესა და ბავშვთა აღზრდის სახლში.

გამოფენა გაგრძელდება 31 ოქტომბრამდე

Comments
Loading...