ფოლკლორის ცენტრში მხატვარ მეგი გვენეტაძის პერსონალური გამოფენა მიმდინარეობს სიახლეები დამატების თარიღი 20 ივლისი, 2018 137 19 ივლისს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა მხატვარ მეგი გვენეტაძისა და მისი ხატვის მოყვარულთა ჯგუფის ერთობლივი გამოფენა. გამოფენაზე წარმოდგენილია მეგი გვენეტაძის მიერ მოხატული დეკორატიული სარკეები და მისი მოსწავლეების მიერ შესრულებული სხვადასხვა დეკორატიული ნივთები და გრაფიკული ნამუშვრები. გამოფენა დაიხურება 26 ივლისს.