- Advertisement -

ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით ზუგდიდში ახალი თეატრის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

ზუგდიდს მალე ევროპული სტანდარტების თეატრი ექნება. სამშენებლო სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა თეატრის დირექტორთან ზურაბ ეგუტიასთან ერთად გაეცნო.

„ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით ზუგდიდში თანამედროვე სტანდარტის შესაბამის თეატრს ვაშენებთ. თეატრი წლების განმავლობაში ავარიულ მდგომარეობაში იყო და მსახიობები წარმოდგენას ვერ მართავდნენ. თეატრის მშენებლობა მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის კულტურული ცხოვრებისთვის. მალე ზუგდიდს გამორჩეული კულტურული ობიექტი შეემატება. მინდა მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს”, რომლის დაფინანსებითაც ჩვენს რეგიონში არაერთი სასიკეთო საქმე გაკეთდა“ – აღნიშნა კონსტანტინე კაკავამ.

ახალ თეატრს ორი დარბაზი ექნება, დიდი დარბაზი 570 მაყურებელზეა გათვლილი, მცირე დარბაზი კი 140-ადგილიანი იქნება. თეატრს ასევე ექნება მუზეუმი და სასტუმრო გასტროლებზე ჩამოსული სტუმრებისთვის.

Comments
Loading...