- Advertisement -

ფრიდონ ფუტკარაძე სამაჟორიტარო ოლქში დედამიწის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობდა

ფრიდონ ფუტკარაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, დედამიწის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობდა. ეს დღე დასუფთავების აქციით აღნიშნეს სოფელ ჭარნალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და ამავე სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, ხოლო მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების ინიციატივით, ახალსოფლის საბავშვო ბაღის ეზოში ხელვაჩაურის 18 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების აღსაზრდელთა ნახატების გამოფენა მოეწყო.

ხულოს, ქედის, შუახევისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა – ფრიდონ ფუტკარაძემ ღონისძიების მონაწილეებს დედამიწის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ როგორც აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, სამომავლოდაც აქტიურად ჩაერთვება მსგავს აქციებში.
ღონისძიება დაჯილდოებით დასრულდა – მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ.

Comments
Loading...