- Advertisement -

ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე ჩარჩენილი ტურისტები გამოყვანილი არიან

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმედითი სამუშაოების შედეგად, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის კმ14-კმ15 მონაკვეთებზე ჩარჩენილი ტურისტები და ავტომანქანები გამოყვანილი არიან.

ამ დროისათვის, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა სრულად გაწმენდილია 28-ე კმ-დე. ასევე, გაწმედნილია აღნიშნული გზის კმ36-კმ37 და კმ43-კმ64 მონაკვეთები. გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად გრძელდება გზის დანარჩენ მონაკვეთზე, რათა მაქსიმალურად მოკლე ვადებში აღდგეს სატრანპორტო მოძრაობა.

ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

Comments
Loading...