ქალაქ დმანისში, სრულიად უფასოდ საბავშვო (საფესტივალო) რაგბის კლუბი “დმანისი ყოჩები” გაიხსნება დმანისის მუნიციპალიტეტიდმანისის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 18 იანვარი, 2022 12 დმანისის მუნიციპალიტეტის მერის, კობა მურადაშვილის ინიციატივით, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების მიზნით, 18 იანვრიდან ქალაქ დმანისში, სრულიად უფასოდ საბავშვო (საფესტივალო) რაგბის კლუბი “დმანისი ყოჩები” გაიხსნება. “სპორტის ნებისმიერი სახეობის განვითარებაზე ზრუნვა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. რაგბის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში სრულიად უფასოდ საბავშო-საფესტივალო რაგბის კლუბის ჩამოყალიბებას, ფინანსურ და მატერიალურ მხარდაჭერას, რაც იმედია, შემდგომში ხელს შეუწყობს ჩვენს დმანისში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას და რაგბის პროფესიონალურ დონეზე განვითარებას”- განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა.