- Advertisement -

ქალაქ ვალეში საბავშვო ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა

ახალციხის მუნიციპალიტეტში ახლადრეაბილიტირებულ საბავშვო ბაღებს კიდევ ერთი განახლებული ბაღი შეემატა. სრულად გარემონტებული და ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვილი ქალაქ ვალის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება დღეს სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ, ახალცხის მერმა ზაზა მელიქიძემ, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარმა გიორგი კოპაძემ და სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის კოორდინატორმა ნინო ლომიძემ საზეიმოდ გახსნეს.

პროექტის ფარგლებში შენობაში სრულად გარემონტდა ოთახები, შეიღება კედლები და ჭერი, მოეწყო ლამინატისა და კერამიკული ფილების იატაკი, მოწესრიგდა სველი წერტილები, საკანალიზაციო სისტემა, ელექტრო გაყვანილობა და შეიღება შენობის გარე ფასადი. საერთაშორისო ორგანიზაცია „ world vision“-ის ფინანსური მხარდაჭერით კი სააღმზრდელო დაწესებულება ახალი ავეჯით, სამზარეულო ტექნიკითა და ყველა საჭირო ინვენტარით აღიჭურვა.

ქალაქ ვალის საბავშვო ბაღის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან 575 ათასი ლარი მოხმარდა. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ქალაქში მხოლოდ ერთი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა, რომელიც წლების მანძილზე ამორტიზებულ შენობაში იყო განთავსებული, რის გამოც სრულფასოვანი სასწავლო პროცესის ჩატარება ვერ ხერხდებოდა

განახლებულ საბავშვო ბაღში, სადაც 34 ადგილობრივია დასაქმებული, 200 პატარა შეძლებს სკოლამდელი აღზრდის უნარ-ჩვევების მიღებას. აღნიშნული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება რიგით მეათეა, რომელიც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში განახლდა.

Comments
Loading...