- Advertisement -

ქალაქ ქობულეთის N3 საჯარო სკოლაში კლუბის აქტივობა გაიმართა

2017 წლის 12 ოქტომბერსს სსიპ თეიმურაზ ჯორბენაძის სახელობის ქალაქ ქობულეთის N3 საჯარო სკოლაში გაიმართა სასკოლო კლუბ „სინემას“ მიერ პროექტით გათვალისწინებული მორიგი აქტივობა, რომლის მიზანი იყო ბულინგის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

კლუბის წევრებმა ისაუბრეს ბულინგის, როგორც სოციალური მოვლენის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჩაგვრის სხვადასხვა ფორმებსა და ამ მხრივ სკოლაში არსებულ პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე.

ღინისძიების დასასრულს დამსწრე საზოგადოებას დაურიგდათ საინფორმაციო ტიპის ბუკლეტები. ამ ეტაპზე კლუბის წევრები მუშაობენ მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებაზე. სასკოლო კლუბი „სინემა“ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2017 წლის სასკოლო კლუბების ინიციატივების დაფინანსების ფარგლებში ერთ-ერთი გამარჯვებული კლუბია.

Comments
Loading...