- Advertisement -

ქალთა ფოლკლორულმა ანსამბლმა “ნანინა”-მ კასპში კონცერტი გამართა

21 აპრილს კასპის კულტურის ცენტრში, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, Check-in Georgia-ს ფარგლებში ფესტივალი ,,ბაღია ჩვენი ქვეყანა" გაიმართა ქალთა ფოლკლორულ ანსამბლ ,,ნანინა"-ს კონცერტი. 

ღონისძიება გაიხსნა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის კასპის სალოტბარო სკოლის მოსწავლეების მიერ შესრულებული საგალობლებით. კონცერტი გაგრძელდა ,,ნანინას’’ რეპერტუარით, სადაც შესული იყო საქართველოს სხვადასხვა კუთხის ფოლკლორული სიმღერა. ანსამბლის მონაწილეები უკრავდნენ, მღეროდნენ და ცეკვავდნენ.

ანსამბლი ,,ნანინა’’ აქტიურად მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო ფესტივალებში, საქველმოქმედო ღონისძიებებში, ფოლკლორულ საღამოებსა და კონცერტებში. 

Comments
Loading...