- Advertisement -

“ქალის ხმა იგებს არჩევნებს!”-მარნეულში საინფორმაციო აქცია გაიმართა

"ქალის ხმა იგებს არჩევნებს!" – "ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის" ქვემო ქართლის გენდერის მედიაცენტრმა საინფორმაციო აქცია მარნეულის ბაზარში გამართა.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მოსახლეობას დაურიგეს საინფორმაციო ფურცლები და ესაუბრნენ არჩევნებში ამომრჩეველი ქალის როლის შესახებ. ასევე, მიაწოდეს ინფორმაცია 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შესახებ.

საინფორმაციო აქცია პროექტის „დაუჭირე მხარი ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას!“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

პროექტის მიზანია ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ არჩევნებში ჩართული ყველა მხარის ცნობიერების ამაღლებით, ხელი შეეწყოს 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალი კანდიდატების და ქალი ამომრჩევლების მონაწილეობის ზრდას.

Comments
Loading...