- Advertisement -

“ქალის ხმა იგებს არჩევნებს!’- გორის ბაზარში საინფორმაციო აქცია გაიმართა

"ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის" გორის გენდერის მედიაცენტრმა მორიგი საინფორმაციო აქცია გორის ბაზარში გამართა.

მათ ბაზარში მოაწყვეს საინფორმაციო კუთხე და მოსახლეობას 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების, ქალთა საჭიროებებისა და ქალი ამომრჩევლის როლის შესახებ ესაუბრნენ. ორგანიზაციის დირექტორი ნათია ომანაძე და ფასილიტატორები მოსახლეობის ყველა შეკითხვას დეტალურად პასუხობდნენ.

აქციას შეუერთდნენ ,,საქართველოს მოხალისეს“ და ,,ქართლოსის“ მოხალისეებიც და საინფორმაციო ფლაერების დარიგებაში მიიღეს მონაწილეობა.

საინფორმაციო აქცია პროექტის „დაუჭირე მხარი ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას!“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

პროექტის მიზანია ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ არჩევნებში ჩართული ყველა მხარის ცნობიერების ამაღლებით, ხელი შეეწყოს 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალი კანდიდატების და ქალი ამომრჩევლების მონაწილეობის ზრდას.

Comments
Loading...