- Advertisement -

ქარელის მერის მოადგილემ სოფელ ფცის დაკიდული ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

ქარელის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ნუგზარ დაბრუნდაშვილმა დაათვალიერა სოფელ ფცის დაკიდული ხიდის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხიდი, რომელიც ემსახურება სოფლების ბერძენაულისა და ფცის მოსახლეობას, წლების განმავლობაში არ ფუნქციონირებდა.

აღნიშნული ხიდის რეაბილიტაციისათვის ქარელის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო 23 999,73 ლარი. სამუშაოებს ასრულებს შპს „ხაჭაპურიძე“.

Comments
Loading...